ყაზანის სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად მინიმუმ 5 ადამიანი დაიღუპა

რუსეთის ქალაქ ყაზანის სავაჭრო ცენტრ “ადმირალში” მომხდარი ხანძრის შედეგად მინიმუმ 5 ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა ისინი ნანგრევებიდან გამოიყვანეს. რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, შესაძლოა, მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 30- მდე მერყეობს. მათ შორის 20 ადამიანის მდგომარეობა მძიმე იყო, ისინი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები