უკრაინის ყოფილ ენერგეტიკის მინისტრს ბრალი წაუყენეს

უკრაინის ყოფილ ენერგეტიკის მინისტრს, ჰერმან გალუშჩენკოს, ფულის გათეთრებასა და დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობაში ბრალი წაუყენეს.

საქმე დაკავშირებულია კორუფციულ სქემასთან, სახელწოდებით „Midas“, რაც უკრაინის „ენერგოატომიდან“ თანხების მასშტაბურ მითვისებას ეხება.

„NABU-მ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ (SAPO) გააფართოვეს მიდასის საქმეში ეჭვმიტანილთა სია. ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი (2021-2025) ფულის გათეთრებასა და კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობაში დამნაშავედ ცნეს“, – ნათქვამია სააგენტოს Telegram არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

NABU-მ განმარტა, რომ ბრალდებები კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობასა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის გათეთრებას ეხება.

გალუშჩენკო საზღვარზე დაპატიმრეს, როცა ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) დაადასტურა, რომ გამოძიება გაგრძელდება და შესაძლოა, ბრალდებულთა სიაში სხვა პირებიც დაემატონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები