მამინაცვლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს (ვიდეო)

მამინაცვლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავებულია. შსს-ს ცნობით, ძველი თბილისის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია 1996 წელს დაბადებული, ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში მცხოვრები ლაშა ო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ავლაბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა მამინაცვალი – 1976 წელს დაბადებული ვახტანგ ჯ. და შეემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ლაშა ო. მომხდარიდან რამდენიმე საათში ხარაგაულის რაიონში, სოფელ ხევში დააკავეს. მკვლელობის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები