ხონის პოლიციის უფროსის მძღოლს თვალი ამოსთხარეს
ხონში, წუხელ გვიან ღამით ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც ხონის პოლიციის უფროსის მძღოლს თვალი ამოსთხარეს.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დანაშაულში ბრალდებული პირი უკვე დაკავებულია, მომხდარზე გამოძიება კი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. შსს-ს ცნობით, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.