სამართალდამცველებმა არადეკლარირებული მობილური ტელეფონების შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე „თბილისის აეროპორტი“ დიდი რაოდენობით არადეკლარირებული მობილური ტელეფონების შემოტანის 2 ფაქტი გამოავლინეს
ერთ შემთხვევაში აზერბაიჯანის მოქალაქე რ. ა.-ს, რომელიც რეისით „დუბაი-თბილისი“ ჩამოფრინდა, მებაჟე ოფიცრებმა ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას აღმოუჩინეს: SAMSUNG GALAXY GRAND NEO – 30 ცალი, SAMSUNG GALAXY GRAND 2 – 2 ცალი, SAMSUNG GALAXY S4 – 10 ცალი, SAMSUNG GALAXY S4 MINI – 2 ცალი, SAMSUNG GALAXY J1 – 4 ცალი, SAMSUNG GALAXY GRAND PRIME – 4 ცალი.
საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 19411,28 ლარი.
საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
იმავე დღეს, ასევე რეისით „დუბაი-თბილისი“ ჩამოფრენილი აზერბაიჯანის მოქალაქე კ. რ.-ის ბარგში კი აღმოჩნდა არადეკლარირებული მობილური ტელეფონები: SAMSUNG GALAXY GRAND NEO – 11 ცალი, SAMSUNG GALAXY A3 – 7 ცალი, SAMSUNG GALAXY S4 MINI BLACK – 5 ცალი, SAMSUNG GALAXY S4 MINI LAFLEUR – 3 ცალი, SAMSUNG GALAXY ALPHA – 1 ცალი.
საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 10421,16 ლარი. პირს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 10421,16 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები