შვედეთში ზურაბ რთველიაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

16 მარტს, შვედეთში პოეტ ზურაბ რთველიაშვილის შვედურ ენაზე ნათარგმნი ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება. წიგნის „პოეზიის დიქტატურა“ წარდგინება სტოკჰოლმში, თეატრ „გელიუტინში“ შედგება. ქართველი პოეტის შვედურად ნათარგმნ ლექსებს ცნობილი შვედი მსახიობები წაიკითხავენ. თავად ზურაბ რთველიაშვილი კი მეგობარ მუსიკოსებთან ერთად რამდენიმე პერფორმანსს წარმოადგენს.
ქართველი პოეტის წიგნი შვედურ ენაზე თარგმნეს: პოეტმა და გამომცემელმა კრისტიან კარლსონმა, მარინა ჯობავამ და მანანა კობაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები