საბერძნეთში დაკავებული ძარცვაში მონაწილე ათივე ქართველის ვინაობა ცნობილია (ფოტოკოლაჟი)
საბერძნეთში დაკავებული საქართელოს 10 მოქალაქიდან, ერთ-ერთი ცნობილი სპორტსმენი ავთანდილ სანთოპულოსია. ოლიმპიურ ჩემპიონატზე ის საბერძნეთის სახელმწიფოს სახელით ასპარეზობდა. ბერძნული პრესა საქართველოს იმ მოქალაქეების ვინაობასა და ფოტოსურათებს აქვეყნებს, რომლებიც ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ძარცვის ბრალდებით დააკავეს.
1979 წელს დაბადებული ტიგრან ოგანესიანი;
1967 წელს დაბადებული მამუკა არსენიძე;
1959 წელს დაბადებული ამირან ახალაძე;
1973 წელს დაბადებული კახა ნაცვლიშვილი;
1975 წელს დაბადებული გიორგი ქობალავა;
1977 წელს დაბადებული ხათუნა კობიძე;
1981 წელს დაბადებული ლელა უგულავა;
1959 წელს დაბადებული ახალაძე თამარა;
1978 წელს დაბადებული მადონა კუბლაშვილი.
აღსანიშნავია, რომ დაკავებულებს რამდენიმე პირადობის დამადასტურებელი მოწმობა აღმოუჩინეს. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ქალები ოჯახებში მუშაობდნენ და მამაკაცებს იმ ოჯახის ქონების შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას, რომლებიც მათ მოგვიანებით უნდა გაექურდათ. საერთო ჯამში, მძარცველების მიერ წაღებულმა თანხამ დაახლოებით 10 ათასი ევრო შეადგინა.
„კვირა“ საბერძნეთში, საქართველოს ელჩს ეკატერინე ლორთქიფანიძეს დაუკავშირდა. როგორც „კვირას“ საელჩოში განუცხადეს, ამ წუთებში საქართველოს ელჩი დაკავებულ ქართველებთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. მოგვიანებით „კვირა“ დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით.