საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საგარეო უწყების წარმომადგენლებს ხვდება

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
კომიტეტის წევრები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს, დავით ჯალაღანიას და ლევან გურგენიძეს ხვდებიან. ამავე საკომიტეტო სხდომაზე მოწვეულია რამდენიმე დეპარტამენტის დირექტორი. კერძოდ, შეხვედრაში მონაწილეობენ აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის დეპარტამენტის დირექტორი ეკა აკობია, მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი მერაბ ვაშაკიძე და საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი იოსებ ნანობაშვილი. დახურულ შეხვედრაში ასევე მოწვეულია საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ტაბატაძე. როგორც შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ განუცხადა, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის თანამშრომლობა მუდმივად მიმდინარეობს და დღევანდელი შეხვედრა ამის კარგი მაგალითია. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს კომიტეტი მომდევნო დღეებშიც გააგრძელებს. როგორც კომიტეტში აცხადებენ, შემაჯამებელ სხდომაზე ისინი საგარეო საქმეთა მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს მოუსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები