„ნაციონალების“ ოფისში საიდუმლო თათბირი გაიმართა

პეტრო პოროშენკოს მრჩევლის და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანების თანახმად, უკრაინაში მებრძოლ ქართულ ლეგიონში შვებულება გამოცხადდა. როგორც “ალია” წერს, ლეგიონის 300 წევრი 21 მარტამდე სხვადასხვა გზით უნდა დაბრუნდეს საქართველოში.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ამ დღეებში ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისშიც იმყოფებოდნენ და საგანგებო თათბირიც გამართეს. როგორც კულუარებში ამბობენ, უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა „ბოევიკებმა“ კიევიდან დაპირებული თანხები ვერ მიიღეს. აქ წმინდა წყლის ქართული ვარიანტია, სააკაშვილი თავიდან ოქროს კოშკებს დაჰპირდათ, მაგრამ ომში შესულმა მოხალისეებმა ბოლოს სამი თითის კომბინაცია მიიღეს, ანუ ათი ათასობით დოლარის ნაცვლად, ხმელი პური და თითო კონსერვი. ესეც არ არის საკმარისი, მოხალისე მეომრები ხშირად მშივრებიც დარჩენილან.
„ალიას“ წყაროს ინფორალიას“ წყაროს ინფორმაციით, დასაწყისში მათ ევალებათ აქციის მონაწილე „ნაციონალების“ დაცვა და სიტუაციის კონტროლი, დანარჩენ დავალებებს მიიღებენ იმის მიხედვით, რა მდგომარეობა იქნება თავისუფლების მოედანზე. ისინი ვერ გამოვლენ იარაღით და ასევე, სამხედრო ფორმით, სამოქალაქო ტანსაცმლით იქნებიან, რათა ძნელად გასარჩევები იყვნენ მომიტინგეებისგან. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი ყურადღება მართებს სახელმწიფო უშიშროების სამსახურს. წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ თბილისში მდებარე ერთ-ერთ კერძო ბინაში გაიმართა კონფიდენციალური შეხვედრა, სადაც შეკრებილები იყვნენ ირაკლი ალასანიას მომხრე მოქმედი ოფიცრები და ყოფილი სამხედროები, რომლებიც 21 მარტის აქციაზე მისვლა-არმისვლის შესახებ ბჭობდნენ. მათი თქმით, ალასანიას დროს ჯარში თავს გაცილებით კარგად გრძნობდნენ, ვიდრე ახლა. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა, ალბათ, დააკვირდება, ვინმოითხოვს 21 მარტისთვის სამსახურიდან გათავისუფლებას“, – წერს „ალია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები