არეშიძე 21 მარტის აქციაზე: “ნაციონალები” ორგანიზებულად მუშაობენ და ყველაფერზე მიდიან

“ნაციონალური მოძრაობა“ 21 მარტის აქციაზე მისაყვანად ყველა კატეგორიის ადამიანებს აგროვებს, – ამის შესახებ საგაზეთო ინტერვიუში ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს.
“აქციისთვის ყველანაირი კატეგორიის ადამიანის მობილიზება ხდება. თუ ხალხს დიდი რაოდენობით შეაგროვებენ და დაინახეს, რომ მათ გაუვიდათ, ეს მრავალდღიან აქციაში გადაიზრდება, და თუ ხალხს ვერ მიიყვანენ, დაიშლებიან. უბედურება ისაა, რომ ორგანიზებულად მუშაობენ და ყველაფერზე მიდიან.
“ნაციონალური მოძრაობის” აქციები დასავლეთზეა ორიენტირებული. მათი ინტერესია, დასავლეთს რაც შეიძლება ბევრი ხალხი დაანახონ, რომ ბევრი მომხრე ჰყავთ, ამიტომაა, რომ სხვადასხვა სახის ადამიანების მობილიზებას ახდენენ“, – აღნიშნავს არეშიძე.
არეშიძე არ გამორიცხავს, რომ აქციაზე ხალხის ის კატეგორია შეიკრიბოს, რომელიც ,,ნაცმოძრაობის“ მომხრე არ არის, მაგრამ მდგომარეობის გამოსწორებას ითხოვს.
,,ჩემი ინფორმაციით, აქციაზე მისვლას აპირებენ ლილოს მოვაჭრეები, რომელთაც საბანკო კრედიტები აქვთ და, ლარის ინფლაციის გამო, გადახდა უჭირთ, ასევე, რუსთავის ავტობაზრობის ხალხი და ისინი, ვისაც საცხოვრებელი სახლი იპოთეკით დატვირთული აქვთ. ამ ხალხისთვის სულ ერთია, ორგანიზატორი ვინ იქნება. მათთვის მთავარია, პროტესტი გამოთქვან, მაგრამ უბედურება ისაა, რომ ამ ხალხს ,,ნაცმოძრაობა“ თავისი მიზნებისთვის გამოიყენებს“,- აცხადებს ექსპერტი “ალიასთან” ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები