2015 წელი რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მეგობრობის 70 წლისთავის აღსანიშნავი წელი გახდება
2015 წელი რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მეგობრობის 70 წლისთავის აღსანიშნავი წელი გახდება. ჩრდილოეთ კორეის მედიის უწყებით, წლევანდელი წელი რუსულ- კორეული ურთიერთობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას მიეძღვნება. ამასთან, რუსეთსა და კორეას შორის შესაძლოა, უვიზო მიმოსვლაც გამოცხადდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასაც დაესწრება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ ღონისძიებას 20- მდე ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან.