სულხან თამაზაშვილმა ხულოს მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული მეჩეთი დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა ხულოს მუნიციპალიტეტში რეაბილიტირებული ცენტრალური მეჩეთი დაათვალიერა. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მეჩეთის რეაბილიტაცია ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული მნიშვნელოვანი სოციალური პროექტია და მუსლიმ მრევლს კეთილმოწყობილ და უსაფრთხო გარემოში ლოცვის შესაძლებლობას მისცემს.

“პროექტის ფარგლებში აშენდა მეჩეთის მეორე სართული და განხორციელდა პირველი სართულის სრული რეაბილიტაცია. კეთილმოეწყო მეჩეთის მიმდებარე ტერიტორია, მოწესრიგდა ეზო და გარე სივრცე.
რეაბილიტირებული მეჩეთი საქართველოს პარლამენტის, აჭარის მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებმა დაათვალიერეს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები