პოლიციის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
წყალტუბოში პოლიციის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მომხდარს პროკურატურა იძიებს. როგორც „კვირას“ პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, პოლიციელის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.