მოსკოვში ქართველთა დაჯგუფება დააკავეს
რუსმა სამართალდამცველებმა მოსკოვში ქართველთა დაჯგუფება დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისინი კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირში არიან ბრალდებულები.
რუსული მედია სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დაკავებულები ჩართულები იყვნენ ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების კლიენტების ძარცვაში.
“33-დან 40 წლამდე ასაკის ეროვნებით ქართველები მოსკოვის წრიული საავტომობილო გზიდან 5 კილომეტრში დანაშაულის ჩადენის მცდელობის დროს დააკავეს. გამოვლენილია შვიდ მსგავს დანაშაულში მათი მონაწილეობა. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად მთლიანი ზარალი წინასწარი მონაცემებით 30 მილიონ რუბლს აჭარბებს” , – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
დაკავებულებს ცეცხლსასროლი იარაღი, ცივი იარაღი, საბურღი მოწყობილობები და ნიღბები აღმოაჩნდათ. მათ წინააღმდეგ აღძრულია საქმე ძარცვისა და იარაღით უკანონოდ ვაჭრობის მუხლებით.