სამართალდამცველებმა “ჯეკ დენიელსის” და “ნეფტის” გამყალბებელი დააკავეს (ვიდეო)

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, გიორგი თედეევი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, ბრალდებულმა ქ.თბილისის ტერიტორიაზე, ქართული აქციზური მარკის გარეშე გადაზიდა და გაასაღა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ძვირადღირებული ალკოჰოლური სასამელი „ჯეკ დენიელსი“ და „ნეფტი“.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 4 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები