თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართება
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე ძველი თბილისის განვითარების ფონდის ეპიზოდი განიხილება.
დაცვის მხარე ბრალდების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს გაეცნობა. როგორც დედაქალაქის ყიფილი მერის ადვოკატი აცხადებს, უახლოეს მომავალში მტკიცებულებებს სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის ყოფილ მერს, გიგი უგულავას ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვა ედება.