მკვლელობის ფაქტზე დაკავებული პოლიციელი გიორგი იორამაშვილია
ირაკლი ბოჭორიშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ახმეტის შს სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი იორამაშვილია, – ამის შესახებ „კვირას“ პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ამ წუთებში ბრალდებულის დაკითხვა მიმდინარეობს. გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მკვლელობა დღეს ლეგიონის დასახლებაში მოხდა. ძმებს – ირაკლი და ანდრო ბოჭორიშვილებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. გავრცდელებული ინფორმაციით, პოლიციელს ძმებთან კონფლიქტი მოუვიდა.
ირაკლი ბოჭორიშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ანდრო ბოჭორიშვილი კი დაჭრილია.
შემთხვევა ბოჭორიშვილების საცხოვრებელ სახლთან მოხდა.