თელავში მომხდარი მკვლელობა გახსნილია – შსს-მ პოლიციელი დააკავა
შსს-მ თელავში, ირაკლი ბოჭორიშვილის მკვლელობის ფაქტზე პოლიციელი დააკავა. ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
პროკურატურის ინფორმაციით, თელავში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე კახეთის სამხარეო პროკურატურაში გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მკვლელობა დღეს ლეგიონის დასახლებაში მოხდა. ძმებს – ირაკლი და ანდრო ბოჭორიშვილებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელს ძმებთან კონფლიქტი მოუვიდა.
ირაკლი ბოჭორიშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ანდრო ბოჭორიშვილი კი დაჭრილია.
შემთხვევა ბოჭორიშვილების საცხოვრებელ სახლთან მოხდა.