თელავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პროკურატურაში გამოძიება დაიწყო
თელავში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე კახეთის სამხარეო პროკურატურაში გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს – ამის შესახებ „კვირას“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თელავში ძმებს, ირაკლი და ანდრო ბოჭორიშვილებს პოლიციის თანამშრომელმა ესროლა. დანაშაული, თელავში, ლეგიონის დასახლებაში მოხდა. ძმებს – ირაკლი და ანდრო ბოჭორიშვილებს საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ირაკლი ბოჭორიშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ანდრო ბოჭორიშვილი კი დაჭრილია. შემთხვევა ბოჭორიშვილების საცხოვრებელ სახლთან მოხდა. მკვლელობის მოტივი ჯერ უცნობია.