ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დავით კირკიტაძის დაკითხვა მიმდინარეობს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დავით კირკიტაძის დაკითხვა მიმდინარეობს. კირკიტაძე საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა. როგორც მან აღნიშნა, ბრალდება, რომელსაც მას უყენებენ, უსაფუძვლოა.
შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს სასამართლოს გადაწყვეტილებით 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. კირკიტაძის სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. ბრალის წარდგენა დაუსწრებლად მოხდა, რადგან დავით კირკიტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი აშშ- დან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები