ლუდის კომპანიებისა და ალკოჰოლური სასმელების ბაზარი დაახლოებით 10%-ით შემცირდება

წლის ბოლომდე ლუდის კომპანიებისა და ალკოჰოლური სასმელების ბაზარი დაახლოებით 10%-ით შემცირდება. – ამის შესახებ გაზეთი „რეზონანსი“ დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს. ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ მეწარმეების ვარაუდით, პროდუქტის გაძვირება, რისი გადაწყვეტილებაც მათ აქციზის გაზრდილი გადასახადის გამო მიიღეს, რეალიზაციას შეამცირებს. რამდენიმე ლუდის კომპანიამ პირველი მარტიდან სასმელი 25-30%-ით უკვე გააძვირა, სასმელის ფასს კი სრულად, თვის ბოლოსთვის ასწევენ.
„ჯერ მხოლოდ მეორე დღეა, რაც „კასტელი-საქართველომ“ ლუდის ფასი 25-30%-ით გაზარდა. ფასის გაზრდა რეალიზაციას შამცირებს, ხოლო წლის ბოლომდე ლუდის ბაზრის 5-10%-იანი კლებაა მოსალოდნელი“,- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა გამოცემასთან საუბრისას.
„ლარის კურსის ვარდნის გამო თითქმის ყველაფერი გაძვირდა. მომხმარებელი ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, რეალურად რას უკავშირდება პროდუქტების გაძვირება. ხალხი უკმაყოფილოა და მოთხოვნამაც თითქმის ყველაფერზე იკლო. როდესაც დანარჩენი პროდუქტის ფასი მეტ-ნაკლებად დასტაბილურდება, მომხმარებელი ლუდისა და სპირტიანი სასმელის ფასის ზრდას უფრო მტკივნეულად იგრძნობს“,- წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები