გამტაცებელი და მძევალი ცოლ-ქმარი აღმოჩნდა
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც მოსკოვში, შს სამინისტროს მუზეუმში მძევალი აიყვანა, მძევლის ყოფილი მეუღლეა. ამავე მედიის ინფორმაციით, ყოფილ ცოლ-ქმარს უთანხმოება შვილის გამო მოუხდა.
რამდენიმე საათის წინ მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს სამსახურში მიაკითხა, შემდეგ კი მძევლად აიყვანა. მძევალი შინაგან საქმეთა სამინისტროს მუზეუმის თანამშრომელია. შემთხვევის ადგილზე ოპერატიული ჯგუფები გაიგზავნა. მოსკოვის პოლიციას აღნიშნულ ფაქტზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მათ ქალის გათავისუფლება უკვე მოახერხეს.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი ინფორმაციით, მოსკოვში შს სამინისტროს მუზეუმში უცნობი პირი შეიჭრა და მძევალი აიყვანა.