აქციის რამდენიმე მონაწილე მერიაში შეხვედრას მართავს

იპოთეკით დაზარალებულთა აქციის რამდენიმე მონაწილე ამ წუთებში თბილისის მერიაში შეხვედრას მართავს. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, თბილისის მერიაში შესული აქციის მონაწილეები შეხვედრას თბილისის მერის ერთ-ერთ მოადგილესთან მართავენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მოთხოვნაა, რომ თბილისის მერიამ დედაქალაქის ბალანსზე მყოფი უფუნქციო შენობები იპოთეკით დაზარალებულ პირებს, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ, დაუთმოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები