ფილიპ ჰემონდი: რუსეთი აღმოსავლეთის ქვეყნებს საფრთხეს უქმნის

„ბი-ბი-სის“ რუსული სამსახურის ინფორმაციით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფილიპ ჰემონდი უკრაინის კრიზისში რუსეთის როლზე განცხადებას აკეთებს.
„პრეზიდენტ პუტინის ქმედებები – ყირიმის არაკანონიერი ანექსია და რუსული სამხედროების გამოყენება აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციის შექმნისთვის – თავისთავად საფრთხეს ქმნის აღმოსავლეთ ევროპის სუვერენული ქვეყნებისთვის“, – ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.
ჰემონდის აზრით, პუტინმა თავი უნდა აარიდოს საერთაშორისო გაერთიანებების მიერ მიღებულ წესებს, რომელთა მიზანი არა მშვიდობის შენარჩუნება, არამედ მისი დანგრევაა. უკრაინის ხელისუფლება და დასავლეთის ქვეყნები რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტში მონაწილეობაში ადანაშაულებენ. თუმცა ოფიციალური მოსკოვი დონბასში შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობას უარყოფს და ამბობს, რომ დასავლეთს არ სურს კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები