ელიზბარ ჯაველიძე: “ნაციონალებისგან“ მე ყოველგვარ უბედურებას ველი

აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს – ამის შესახებ ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ ,,კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
,,ნაციონალებისგან“ მე ყოველგვარ უბედურებას ველი, რაც კი შეიძლება დედამიწის ზურგზე მოხდეს. ესენი მზად არიან, საკუთარი ოჯახები გაყიდონ, ოღონდ კი ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. გამორიცხულია, საზოგადოებას 9-წლიანი ჯოჯოხეთი დაავიწყდეს და არსებული ხელისუფლებისადმი უკმაყოფილების მიუხედავად, ,,ნაციონალების“ გვერდით დადგნენ. ესენი უბედურებას მოაწყობენ, თვითონ მოკლავენ ვიღაცას და მერე არეულობას ატეხენ! ეს არის ამათი გეგმა“,- მიიჩნევს აკადემიკოსი.
ჯაველიძის ინფორმაციით, „ნაციონალების“ გათავხედება ხელისუფლების უუნარობის ბრალია, რადგან მათ, ჩადენილი დანაშაულებების გამო, სათანადო პაასუხი ვერ მოსთხოვეს. მისივე თქმით, ,,ნაცმოძრაობას“ ამერიკისა და ევროპის მხარდაჭერის იმედი აქვს და ამიტომაც აქტიურობენ ასე. ,,ნაციონალებს“ ვერ მიხედეს, თავის დროზე ვერ მოთოკეს და არ გაასამართლეს, როგორც ფაშისტური ორგანიზაცია, ამიტომაც გათავხედდნენ და ახლა, ეს დამნაშავე ძალა, რომელსაც ხელები ხალხის სისხლში აქვს გასვრილი, აქციების გამართვით გვემუქრება. არც ერთი ნორმალური ქართველი მას ხმას არ მისცემს. ,,ნაციონალებმაც“ იციან, რომ ქართველი ხალხი მათ არასდროს აირჩევს, მაგრამ, მეორე მხრივ, ისიც იციან, რომ ამერიკა და მოჩვენებითი ყალბი ევროპა მათ ყველა ნაბიჯს გაამართლებს“,- აცხადებს ჯაველიძე.
ამასთან, ჯაველიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ 21 მარტის აქციაზე არ მივიდნენ. ,,ვინც აქციაზე მივა, ჩათვალეთ, რომ ის საქართველოს მტერი და მოღალატეა, რეგვენი და 10 ლარზე გაყიდული. თუ ადამიანი აზროვნებს, უნდა მიხვდეს, სად ვიყავით და სად ვართ დღეს“,- განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები