ზაქარია ქუცნაშვილი: ის, რაც ახვლედიანმა განაცხადა, დეპუტატისადმი მუქარაა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი ნინო გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში სპეციალური განცხადების გაკეთებას გეგმავს.
ჟურნალისტებთან საუბარში ქუცნაშვილმა განცხადების დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის აზრს იზიარებს. დეპუტატის შეფასებით, ის, რაც ახვლედიანმა განაცხადა, დეპუტატისადმი მუქარაა. დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ დღეს განაცხადა, რომ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური მდივნისგან არმაზ ახვლედიანისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები