სოსო ცინცაძე: თუ “ნაციონალები” დამხობაზე წავლენ, თვითონვე გამოიჭრიან ყელს

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი დღევანდელი ხელისუფლებით უკმაყოფილოა, 21 მარტს “ნაციონალების” აქციაზე მაინც არ გავა, აღნიშნულის შესახებ პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთი “კვირის ქრონიკასთან“ პროგნოზირებს.
“ნაციონალებს“ არაფერი გამოუვათ. კი, ბიძინა ივანიშვილმა შეძლო ხელისუფლებაში მოსვლა, მაგრამ ვერ შეძლო ძალაუფლების განმტკიცება, პარტიაც კი ვერ შექმნა. კოალიცია, ფაქტობრივად, დაშლილია და ,,ქართული ოცნებაც“ ნაკერებზე ირღვევა. უკვე გამოჩნდა ის ფაქტი, რომ ივანიშვილმა გვერდში დაიყენა უიმედოდ ამორტიზებული მარგინალები. თუმცა ვიმეორებ, “ნაციონალებს” მაინც არაფერი გამოუვათ.
მართალია, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა “ნაციონალების” წისქვილზე ასხამს წყალს, მაგრამ უკმაყოფილო ხალხი მაგათთან არ გარბის. 21 მარტს ამ ხელისუფლებაზე გაბრაზებული ხალხი მაგათთან არ მივა”,- აღნიშნავს პოლიტოლოგი.
ამასთან, ცინცაძის შეფასებით, თუ ,,ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების დამხობაზე წავიდა, ეს მათვე დაუჯდება ძვირად.
“თუ ეგენი დამხობაზე წავლენ, თვითონ გამოიჭრიან ყელს. თუ ისეთი გიჟები არიან, რომ ხელში იარაღი აიღონ, მაშინ მათი საქმე დამთავრებულა”, – მიიჩნევს სოსო ცინცაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები