როდის დაბრუნდება ტრამვაი თბილისში

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ჯაჭვლიანი “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ 2015 წლის ბიუჯეტში ტრამვაის ქსელის აღდგენა არ არის გათვალისწინებული, თუმცა შესაძლოა, მომავალ წელს ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს.
“ტრამვაი უსაფრთხო, კომფორტული და ეკონომიკურადაც მომგებიანი ტრანსპორტია, თუმცა, მეორე მხრივ, პროექტის განხორციელება კოლოსალურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. 2015 წლის ბიუჯეტში ტრამვაის ქსელის აღდგენა არ გაგვითვალისწინებია, თუმცა შესაძლოა, მომავალ წელს ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს. სამი თვის წინ საფრანგეთშიც გახლდით, სადაც კომპანია “სიესტრას” წარმომადგენლებმა საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარეს, იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა მომავალში გაღრმავდება. რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს, “საჰაერო ტრამვაისთან” დაკავშირებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მერიაში სხვადასხვა პროექტი შემოდის. როგორც კომპანიები, ასევე მოქალაქეები არაერთ ვიზუალურ მასალას გვაწვდიან, მაგრამ ვიმეორებ, ამ ეტაპზე, ტრამვაის აღდგენაზე საუბარი ზედმეტია. მომავალში რა იქნება, ვერაფერს გეტყვით…” – აცხადებს ჯაჭვლიანი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები