ლამბერტო ზანიერი: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მავთულხლართების გავლება პრობლემაა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მავთულხლართების გავლება ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება და დიდ პრობლემას წარმოადგენს, – აღნიშნული განცხადება ეუთოს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ზანიერიმ საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ვისურვებდით, რომ ყველანაირი ღობეები აღიკვეთოს, მაგრამ არ გვინდა „ცივი ომის“ სიტუაციას დავუბრუნდეთ. ეს ყველაფერი ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება და ამგვარი შეზღუდვები მათი ცხოვრების რიტმს არღვევს. ეს ყველაფერი დიდი პრობლემაა“, – აღნიშნა ლამბერტო ზანიერიმ.
მისივე განმარტებით, აღნიშნული სიტუაციის გამოსასწორებლად უამრავი გზა არსებობს, თუმცა ყველაზე მთავარი დიალოგია.
ეუთოს გენერალური მდივანი საქართველოს გუშინ ეწვია. ის შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები