დავით ჭელიძემ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ჭელიძემ რაიონის მაცხოვრებელ ქალბატონებს რვა მარტი მიულოცა. დეპუტატი მანდილოსნებს საკუთარ სამაჟორიტარო ბიუროში ტკბილეულით გაუმასპინძლდა და ყვავილებთან ერთად სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
დღესვე მაჟორიტარმა დეპუტატმა საკუთარ ამომრჩეველ ქალბატონებს, რაიონში შესრულებული სამუშაობი და 2015 წელს დაგეგმილი პროექტები გააცნო. მისი თქმით, მოსახლეობას ძირითადად გზების პრობლემები აწუხებს, რომელიც მიმდინარე წელს მოგვარდება. დავით ჭეილიძემ სოციალურ პრობლემებზეც ისაუბრა და რაიონის მაცხოვრებლებს მისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.
დეპუტატი შეხვედრაზე ბაღების თემასაც შეეხო. მისი თქმით ნაძალადევის რაიონი განებივრებულია ამ კუთხით, რადგან იმ ახალი რვა ბაღიდან, რომელიც დედაქალაქში 2015 წელს უნდა აშენდეს, ორი ნაძალადევის რაიონში იქნება განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები