ქალთა კვირეულის ფარგლებში ჩუღურეთის რაიონში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ ქალთა კვირეულის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება მოაწყო და მის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ სოციუმის წარმომადგენელ ყველა ქალბატონს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა.
რიმა ბერაძის ინიციატივით, დღეს ევანგელიურ-ლუთერულ შერიგების ეკლესიაში მომღერალ ნაზი სარჯველაძის საღამო გაიმართა, რომელსაც ეკლესიის მრევლი და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.
კონცერტის დაწყებამდე საკრებულოს დეპუტატმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. რიმა ბერაძემ ჩუღურეთში მცხოვრებ ქალბატონებს კიდევ ერთხელ მიულოცა 8 მარტი და გენდერულ თანასწორობასა და საზოგადოებაში ქალის როლზე ისაუბრა.