ლადო ძნელაძემ დიდუბის რაიონში მცხოვრებ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი ლადო ძნელაძე დღეს ქართველი საესტრადო მომღელის სულიკო კოროშინაძის ოჯახს ეწვია და მის მეუღელს ეთერ ბუხნიკაშვილს 8 მარტი მიულოცა.
როგორც საკრებულოს დეპუტატმა აღნიშნა, სულიკო კოროშინაძე არა მხოლოდ მომღერალი, არამედ თბილისის კოლორიტი იყო და აუცილებელია დედაქალაქში მისი სახელობის ქუჩა არსებობდეს. ლადო ძნელაძის თქმით, იგი ამ ინიციატივით საკრებულოს შესაბამის კომისიას უხალოეს მომავალში მიმართავს. მომღელის სახლთან ასევე დაგეგმილია მემორიალური დაფის განთავსება.
დღესვე საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარმა დეპუტატმა ქალთა საერთაშორისო დღე მხატვარ რუსუდან ტოზაშვილსაც მიულოცა და ყვავილებთან ერთად სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები