საპარლამენტო უმრავლესობა კომიტეტების თავმჯდომარეების საკითხზე მომავალ კვირას იმსჯელებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, უმრავლესობა ვაკანტურად დარჩენილი კომიტეტების თავმჯდომარეების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მიიღებს.
როგორც დავით საგანელიძემ კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, კოალიციამ დღევანდელ სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნულ თემაზეც იმსჯელა.
“ჩვენ განვიხილეთ საკითხი, რომელიც ეხება კომიტეტის თავმჯდომარეების ვაკანტურ ადგილებს. საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ჯერჯერობით ისევ ვიქნებით კონსულტაციების რეჟიმში. დრო გვაქვს, დრო არ გვაჩქარებს, ამიტომ გვინდა მივიღოთ ყველაზე სწორი და ყველაზე შეთანხებული გადაწყვეტილება. ალბათ შემდეგ კვირასაც გვექნება ამ თემაზე კონსულტაციები და ვფიქრობ, რომ მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – აღნიშნა დავით საგანელიძემ.
ამჟამად პარლამენტში ოთხი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაა ვაკანტური. კერძოდ, დიასპორისა და კავკასიის საკითხთან, ევროპასთან ინტეგრაციის, გარემოს დაცვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები