საპატრიარქო ქალებზე ძალადობას გმობს

საპატრიარქო გენდერის საერთაშორის კვირეულს უერთდება და ქალებზე ძალადობას გმობს. როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, მამაკაცებმა და ქალებმა ერთმანეთს პატივი უნდა სცენ, ვინაიდან ქრისტიანული სწავლებისთვის ძალადობა მიუღებელია როგორც ქალებზე, ასევე, ზოგადად ადამიანზე.

„ქმარი თავია ცოლისა ისევე, როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა. მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები ისევე, როგორც ქრისტემ შეიყვარა და თავი გასწირა მისთვის. ამდენად, ბუნებრივია, რომ ეკლესიისათვის მიუღებელია ქალის მიმართ გამოვლენილი ძალადობა, ისევე , როგორც მიუღებელია ძალადობა, ზოგადად, ადამიანის მიმართ“, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები