ზემო და ქვემო ფონიჭალის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება

დღეს, 10.00 საათიდან ზემო და ქვემო ფონიჭალის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება.
როგორც “ყაზტრანსგაზ-თბილისში“ აცხადებენ, შეზღუდვა კრწანისის რაიონში, ზემო ფონიჭალაში – ღოღობერიძის ქ. #32-თან გამავალ მიწისქვეშა გაზსადენზე ავარიის ლიკვიდაციას უკავშირდება.
გაზმომარაგება დროებით შეუწყდება ზემო ფონიჭალაში მდებარე კორპუსებისა და კერძო სექტორის – ღოღობერიძის, ლომინაძის, სურგულაძის ქუჩების, ქვემო ფონიჭალაში – რუსთავის გზატკეცილის, სადგურის, გულბანის ქუჩების, სოფ. ფონიჭალის მოსახლეობის ნაწილს, ასევე ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს (სულ 5000-მდე აბონენტს).
გაზის მიწოდება სამუშაოს დასრულებისთანავე, 18:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები