გუბაზ სანიკიძე: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ ერევა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, უმრავლესობის წევრის გუბაზ სანიკიძის თქმით, საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ ერევა. როგორც სანიკიძემ ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილს, როგორც საზოგადოებრივ ფიგურას, აქვს გავლენა, თუმცა მასთან პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ თანხმდება.
„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ ერევა. ჩემი საქმიანობის მაგალითზე გეტყვით, არასოდეს არ დამჭირვებია ბატონ ბიძინასთან იმ მიმართულებებზე შეხვედრა. რა მიმართულებებზეც ვმუშაობ. აქედან გამომდინარე, ის არ ერევა ამ საქმიანობაში, მე საკმაოდ სერიოზულ საქმოანობაში ვარ ჩაბმული – ეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ხდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, არასოდეს დამჭირვებია და არც გამიგია, რომ მასთან რაღაცაა შესათანხმებელი. რა თქმა უნდა, მას გავლენა აქვს, მაგრამ გავლენა აქვს როგორც საზოგადოებრივ ფიგურას, თუმცა ეს მარტო მასზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია მედიაზე. რამდენჯერაც მედია იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს გავლენა, მით უფრო გაიზრდება მისი გავლენა“, -განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები