გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას არ გამორიცხავს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას არ გამორიცხავს. როგორც აბაშიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სწორი იქნებოდა, რომ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა იმ თარიღის ფარგლებში წარმოედგინა, რომელიც მათ მიერ იყო დასახელებული.
“იმ შემთხვევაში, თუ არსებული მოცემულობის პირობებში მსგავსი საკითხი კვლავ დადგება, ბუნებრივია, პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომის მოწვევის გადაწყვეტილებას მიიღებს”, – აღნიშნა აბაშიშვილმა.
მთავრობის ეკონომიკურ გუნდს 5 მარტს, სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა უნდა წარმოედგინა, თუმცა, აბაშიშვილის განცხადებით, ამ დრომდე გეგმა წარმოდგენილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები