სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ქალბატონებს უფასო გინეკოლოგიური კვლევა ჩაუტარდათ
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით, ვაზისუბანში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ქალბატონებს მე–4 საჯარო მედიცინის ცენტრში უფასო გინეკოლოგიური კვლევა ჩაუტარდათ.
ირაკლი აბუსერიძის განცხადებით, დღევანდელი აქციის მიზანია, იმ ქალბატონების დახმარება, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
„მინდა ყველა ქალბატონს გაზაფხულის შემობრძანება, ასევე დედის დღე და 8 მარტი მივულოცო და მათ ჯანმრთელობა და მხნეობა ვუსურვო. ჯანმრთელობის გარანტია კი, ექიმთან დროული ვიზიტი და დროული დიაგნოსტიკაა“, – განაცხადა დეპუტატმა.
ირაკლი აბუსერიძემ მე–4 საჯარო მედიცინის ცენტრის დირექტორს, ვახტანგ ჭედიას მხარდაჭერისა და თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა და მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.