საქართველოს საელჩომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური მიღება გამართა
საქართველოს საელჩომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური მიღება გამართა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიღებას სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების, აშშ კონგრესის, სახელმწიფო დეპარტამენტის და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებს, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, არჩილ გეგეშიძესთან ერთად, აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე მასპინძლობდნენ.