ხარჯების შემცირება შესაძლოა, საელჩოებისთვის შენობების შეძენასაც შეეხოს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხარჯების დაზოგვაზე მუშაობს. როგორც მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს ე.წ. ქამრების შემოჭერასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ხარჯების შემცირება, შესაძლოა სხვადასხვა ქვეყანაში საელჩოებისთვის შენობების შეძენასაც შეეხოს.
“საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი ისედაც ოპტიმალურად იყო შედგენილი, მაგრამ ამ ფონზე მოგვიწევს გადახედვა და მოგვიწევს მოვახდინოთ ოპტიმიზაცია გარკვეული კაპიტალური ხარჯების, რაც ეხება რემონტს, ინფრასტრუქტურულ მოწყობას. ჩვენ შეიძლება ასევე გადავხედოთ გადაწყვეტილებას, რომ რამდენიმე დედაქალაქში შეგვეძინა საელჩოებისთვის შენობა”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები