თეა წულუკიანი: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული წვრთნები უკიდურესად შემაშფოთებელია

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული წვრთნები უკიდურესად შემაშფოთებელია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის შესაძლო ნაბიჯები არ იქნება ის, რაც საქართველოს გადაახვევინებს ევროპული გზიდან, იმიტომ რომ ეს ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია.
“ეს არის ყველა იმ შეთანხმების დარღვევა, რაც ჩვენ რუსეთთან გვაქვს. მათ შორის, აგვისტოს ომის შემდგომი შეთანხმება, საერთაშორისო ნორმებზე აღარაფერს ვამბობ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას ვგმობთ და ვართ უკიდურესად ყურადღებიანი, თუ როგორ განვითარდება მოვლენები”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, სულ თორმეტ პოლიგონზე დაიწყო მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა სამხედრო ნაწილები და შენაერთები, მათ შორის საჰაერო თავდაცვის დანაყოფები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები