რიმა ბერაძემ ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა

ქალთა კვირეულის ფარგლებში რიმა ბერაძემ ჩუღურეთის რაიონში მცხოვრებ ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა. თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ, რაიონში მცხოვრებ ქალბატონებს დედის დღე და 8 მარტი მიულოცა და ნობათი გადასცა.
დეპუტატის განცხადებით, პერიოდი, რომელიც ამა წლის 1 მარტიდან 8 მარტის ჩათვლით გრძელდება, ქალთა კვიერულად გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც რიმა ბერაძემ რაიონის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებები გამართა.
„მინდოდა სხვადასხვა სახის ღონისძიებებით მიმელოცა ჩუღურეთის რაიონის ქალბატონებისათვის გაზაფხულის მობრძანება. დღეს, რაიონის სამაჟორიტარო ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, სოციუმის უკლებლივ ყველა წარმომადგენელს მივულოცეთ დედის და ქალთა საერთაშორისო დღე რვა მარტი და ბიუროს შემოწირულობებით შევძელით, რომ მათთვის მცირე ნობათიც მიგვერთმია. მინდა აღვნიშნო, რომ 8 მარტს ასევე დაგეგმილია შემოქმედებითი საღამო, სადაც ჩვენ კიდევ ერთხელ მოვეფერებით ქალბატონებს“, -განაცხადა რიმა ბერაძემ.
დეპუტატი რაიონში მცხოვრები ქალბატონების ყველა კატეგორიას ესტუმრა. მათ შორის, რიმა ბერაძემ 94 წლის ვეტერანი ქალბატონი, იაპონიის ომის მონაწილე ანნა ფიცხელაურიც მოინახულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები