იუსტიციის სამინისტრო ხარჯების შემცირებას იწყებს

იუსტიციის სამინისტრო სამივლინებო, სასწავლო შვებულებების და საწვავის ხარჯებს შეამცირებს. როგორც მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, იუსტიციის სამინისტრო, ისევე როგორც ყველა სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, რა თქმა უნდა, აპირებს ხარჯების დაზოგვას და ერთ კვირაში სამინისტრო გეგმას დადებს.
“ეს იქნება, პირველ რიგში, სამივლინებო ხარჯები, სასწავლო შვებულებების ხარჯები, საწვავის ხარჯები, რომელიც იუსტიციის სამინისტროში შემცირდება. ეს არის ხარჯები, რომლებიც არ იქონიებს ეკონომიკურ ზრდაზე პირდაპირ გავლენას, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ გავაორმაგებთ ტემპს იმ სახსრების ხარჯვისას, რომელიც ეხება იუსტიციის სახლების მშენებლობას, საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, პრემიერთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ ახალქალაქშიც წამოიწყებენ იუსტიციის სახლის მშენებლობას.
“ეს სახსრები დაიხარჯება კიდევ უფრო სწრაფად, მაგრამ შემცირდება ის ხარჯები, რომლებიც არ ილექება ეკონომიკაში და არ ახდენს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე რაიმე გავლენას”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები