დავით ბაქრაძე რუსეთის ფართომასშტაბიან წვრთნებს პროვოკაციულ ნაბიჯს უწოდებს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიან წვრთნებს რუსეთის მხრიდან გადადგმულ კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯს უწოდებს.
ბაქრაძის თქმით, ქართული მხარე იმედოვნებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯია ეს რუსეთის მხრიდან, რომელიც ახორციელებს სამხედრო წვრთნებს ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში. ეს არის უმძიმესი ფაქტი, რომელსაც ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შესაბამისი რეაგირება მოჰყვება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ჩვენი მიზანი უკავშირდება საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას ამ საკითხებთან დაკავშირებით. ამას ეძღვნება ყველა შეხვედრა, რომელსაც ჩვენ ვმართავთ ევროკავშირის და ნატოს დედაქალაქებში. ეს შეეხებოდა წინა კვირაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს გაჟღერებულ საკითხებს, საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ნატო-საქართველოს საბჭოზე გაჟღერებულ თემატიკას. ჩვენ ვცდილობთ, რომ დიპლომატიური გზებით მოვახდინოთ ჩვენი ძალისხმევის, ასევე, ევროკავშირის და ნატოს წევრი სახელმწიფოების ძალისხმევის კონსოლიდაცია ამ მიმართულებით“, – განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები