„კოკა ყანდიაშვილის ვენდეტა თუ ბოიკოტი ჩემთვის გულდასაწყვეტი არ არის, გამიხარდება, თუ ამას სამუდამოდ გააგრძელებენ“

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ და მასთან ერთად ორი სხვა პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძის ცემის გამო ტელეკომპანია „მაესტროს“ პროტესტს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა. კუკავას განცხადებით, მისთვის მაესტროს პროტესტი გულდასაწყვეტი სულაც არ არის.
„კოკა ყანდიაშვილის ვენდეტა თუ ბოიკოტი ჩემთვის გულდასაწყვეტი არ არის. თუ სამუდამოდ გააგრძელებენ ბოიკოტს, უფრო გამიხარდება. როცა საპროტესტო აქციები იმართებოდა, საკნების ქალაქი და სხვა, და მართლა დიდი აგრესია იყო ჟურნალისტების მიმართ, ბევრი პოლიტიკოსი ფეხდაფეხ დაჰყვებოდა ჟურნალისტებს საცემრად, მაშინ მე პირადი დაცვასავით დავყვებოდი მათ. თუ ჩათვალეს, რომ ბოიკოტია ჩვენთან ანგარიშწორების სწორი ფორმა, კი, ბატონო, იყოს ასე, თუმცა ჩვენ იმაზე მეტად ვზღეთ ამ ფაქტის გამო, ვიდრე ეს საქართველოში ვინმე სხვას გაუკეთებია“, -აღნიშნა კახა კუკავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები