პარლამენტის ხარჯების შემცირება, სავარაუდოდ, საწვავს ან სხვა ხარჯს შეეხება
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ანი მიროტაძე მიიჩნევს, რომ “ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა ყველასთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს. მიროტაძის თქმით, პარლამენტის ხარჯების შემცირება, სავარაუდოდ, საწვავს ან სხვა ხარჯს შეეხება.
“როცა მერვე მოწვევის პარლამენტში შემოვედით, ჩვენ პრემიებზე უარი ვთქვით და, შესაბამისად, არცერთი თეთრი პრემია არ აგვიღია, აქ საუბარია ალბათ საწვავის და სხვა სახის ხარჯებზე. ქამრების შემოჭერის პოლიტიკა ყველასთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს“,-აცხადებს მიროტაძე.