ირაკლი ალასანია ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის პრეზიდენტს შეხვდა
ირაკლი ალასანია, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერებთან და რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელებთან ერთად, ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის (Alliance of Liberals and Democrats for Europe, ALDE) პრეზიდენტს, სერ გრეჰემ უოტსონს და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის უფროს იურგენ ვიკერს შეხვდა. პარტიის ცნობით, შეხვედრისას განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები, მათ შორის ვიზა- ლიბერალიზაციის საკითხები. მათივე განმარტებით, სერ გრეჰემ უოტსონი დაინტერესდა თავისუფალი დემოკრატების გეგმებით და სრული მხარდაჭერა აღუთქვა პარტიას სამომავლო საქმიანობაში. შეხვედრას, ირაკლი ალასანიასთან ერთად, ალექსი პეტრიაშვილი, თამარ კეკენაძე, თინა ხიდაშელი და ხათუნა სამნიძე ესწრებოდნენ.