აუდიტის სამსახურმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე 200 დამოუკიდებელ კანდიდატს სასამართლოში უჩივლა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პოლიტიკურ პარტიათა მიმართ შემოწირულობებზე ისაუბრა.
თორდიას თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ამჯერად წლიური შემოწირულობეის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია, თუმცა პარტიათა დაფინანსების შესახებ წლის განმავლობაშიიც ინფორმაცია მუდმივად ქვეყნდება.
მისი თქმით, პარტიები ამის შესახებ ინფორმაციას აუდიტის სამსახურს ყოველ ხუთ დღეში, ერთ თვეში და სამ თვეში აწვდიან. პარტიების მხრიდან წლიური ანგარიშის გადაგზავნისას კი აუდიტი მათ მიერ წლის განმავლობაში გადაგზავნილ შემოწირულობებთან ახდენს შედარებას და უზუსტობის შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას ახდენს. თორდიას განცხადებით, პარტიათა შემოწირულობების შესწავლისას გარკვეულ მოქალაქეებთან ერთად კითხვები გაჩნდა.
მისი განცხადებით, ზოგ მოქალაქეს, რომლებმაც შემოწირულობა გაიღეს რომელიმე პარტიის მიმართ, ამის მატერიალური საშუალება და შემოსავლები არ გააჩნდა. მათი თანხების წარმომავლობის შესწავლის მიზნით თორდიას უწყებამ 200 -მდე მოქალაქე დაიბარა. გარდა დამფინანსებლებისა, აუდიტის სამსახურს პრეტენზიები თვითმმართველობის არჩევნების დამოუკიდებელ სუბიექტებთანაც აქვს, რის გამოც მათზე საჯარიმო სანქციების დაწესების მოთხოვნით აუდიტის სამსახურმა სასამართლოს მიმართა.
„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბევრი დამოუკიდებელი სუბიქტი მონაწილეობდა, რომლებიც არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმოამდგენლები არ იყვნენ. ასეთი 200- მდე ადამიანი იყო. მათ არ წარმოადგინეს საკუთარი ქონების დეკლარაცია, რის გამოც მათ მიმართ ჯარიმების დაკისრების მოთხოვნით სასამართლოს ადმინისტრაციული საჩივრით მივმართეთ. სასამართლომ იმსჯელა ამის შესახებ და 146 დამოუკიდებელი შენიშვნა გამოუცხადა, თუმცა მათი დაჯარიმება არ მოხდა, იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნებში პირველად მონაწილეობდნენ და არ ჰქონდათ ცოდნა იმისა, თუ რა დოკუმენტები უნდა წარმოედგინათ“,- განაცხადა ლაშა თორდიამ.