ირაკლი ღარიბაშვილი 8 მარტს ჩინეთში მიემგზავრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 8 მარტს ჩინეთში მიემგზავრება, სადაც ექსპორტის წახალისების კუთხით შეხვედრებს გამართავს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ განაცხადა. როგორც დანელიამ აღნიშნა, სამინისტრომ ჩინეთში წარმომადგენელიც გაგზავნა, რომელიც იქ შესაბამის ღონისძიებებს ატარებს მეღვინეობისა და ექსპორტის წახალისების კუთხით.