იტალიის სანაპიროსთან ათი მიგრანტი დაიღუპა

იტალიის სანაპიროსთან კიდევ ათი მიგრანტი დაიღუპა. უცხოური მედიის ინფორმაციით, არალეგალები ევროპაში შეღწევას უვიზოდ ცდილობდნენ, რა დროსაც მათი ნავი ამოტრიალდა. ლიბიის სანაპიროდან 80 კილომეტრში ჩაძირულ ნავზე 130 მიგრანტი იმყოფებოდა.
საერთო ჯამში, ბოლო 24 საათში იტალიის სანაპირო დაცვის სამსახურმა ხმელთაშუა ზღვაში 1 000-მდე მიგრანტის, მათ შორის 30 ბავშვისა და 50 ქალის გადარჩენა შეძლო.
გასულ თვეში, მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში, 300 მიგრანტი დაიღუპა, რომლებიც აფრიკიდან იტალიაში გადასვლას ცდილობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები